კობახიძე საზოგადოებას გახარიაზე, “უაღრესად საინტერესო ინფორმაციას” პირდება

კობახიძე საზოგადოებას გახარიაზე, “უაღრესად საინტერესო ინფორმაციას” პირდება.

“ოცნების” თავმჯდომარე კობახიძე აანონსებს, რომ საზოგადოებას ყოფილ პრემიერ გახარიაზე​ “უაღრესად საინტერესო ინფორმაციას” მიაწვდიან, თუმცა როდის, ამას არ ამბობს

– “საინტერესო იქნება ძალიან საზოგადოებისთვის, მე მგონია, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს სრული სიმართლე დეტალებზე. დღეს, სამწუხაროდ, ვერ ვამბობთ, მაგრამ მინიმუმ იქნება უაღრესად საინტერესო ეს ინფორმაცია” – ამბობს კობახიძე.

კითხვაზე, როდის? – ის პასუხობს, რომ “შეიძლება თვეები საქმე იყოს”, თუმცა “დიდხანს არ გაგრძელდება. გარკვეული უხერხულობა უნდა მოიხსნას და ამის შემდეგ ვიტყვით ყველაფერს ამასთან დაკავშირებით” – ამბობს კობახიძე

წყარო: ptn.ge