ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა აცხადებს, რომ ბოლო 24 საათში სამთავრობო ძალებმა მათ ტერიტორიაზე ცეცხლი ოთხჯერ გახსნეს.
რუსული მედიის ცნობით, უკრაინულმა ძალებმა გამოიყენეს ნაღმტყორცნები, ყუმბარმტყორცნები და ავტომატები.
„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უხეშად დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მძიმე იარაღის გამოყენებით“, – ნათქვამია განცხადებაში.