შეერთებულ შტატებში მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნას მსხვერპლი მოჰყვა.
ავიაკატასტროფა ჩრდილოეთ კაროლინის შტატში მოხდა. თვითმფრინავი მაგისტრალზე ჩამოვარდა და ტრაილერს შეეჯახა. ადგილზე დაიღუპა პილოტი. ტრაილერის მძღოლი კი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
“რუსთავი2”