დონეცკის რესპუბლიკაში გადაწყვეტილება მიიღეს, რომ ქალები და ბავშვები რუსეთის როსტოვის ოლქში იყვნენ ევაკუირებულები. ამის შესახებ „ინტერფაქსი“ იუწყება.
როგორც დონეცკის რესპუბლიკის დე ფაქტო ლიდერმა დენის პუშილინმა განაცხადა, მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია რეგიონში დაძაბულობის ზრდის გამო ხდება.
„18 თებერვლიდან ორგანიზებულია მოსახლეობის მასიური, ცენტრალიზებული ევაკუაცია რუსეთის ფედერაციაში. პირველ რიგში მოხდება ქალების, ბავშვების და მოხუცი ადამიანების ევაკუაცია“, – განაცხადა პუშილინმა ვიდეომიმართვაში.
მისი თქმით, რუსეთის ფედერაციასთან მიღწეულია შეთანხმება როსტოვის ოლქში მოსახლეობის განთავსების თაობაზე.