დროა, მსოფლიო და აშშ ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს – ფაუჩი

დროა, მსოფლიო და აშშ ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს – ფაუჩი.

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩის თქმით, Covid 19-ის გავრცელების რისკის მიუხედავად, დროა, აშშ ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს.

ფაუჩი ამბობს, რომ შეერთებული შტატები ახლა გამოწვევის წინაშეა, საკუთარი მოქალაქეების დაცვასა და კოვიდრეგულაციების შემსუბუქებას შორის ბალანსი იპოვოს.

– მთელი მსოფლიო და ამერიკა, განსაკუთრებით კი აშშ-ის რამდენიმე რეგიონი, COVID 19-ის ტყვეობაშია, მათ ნამდვილად სჭირდებათ, რომ ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდნენ – ამბობს ფაუჩი.

მისივე თქმით, ყველა რეგულაციის ერთდროულად გაუქმება გონივრული ნაბიჯი არაა, თუმცა “საჭიროა, დავიწყოთ ამისკენ სწრაფვა”.

წყარო: itv.ge