“ჯაან დონეებს, რომ არ გაინტერეშებთ შხვიში პირადი და ეს რომ არ ჭაიკთხეთ და „გაუპატიურება“ რომ გადაღეჭეთ და თან არ გაინტერეშებთ…” – მარი ჯაფარიძე

“ერთ მაგალითს მოვყვები, მილიონიდან, ჩემი ტკივილია.

დავწერეთ სტატია, სათაურით – „მრავალშვილიანმა დედამ ქუჩიდან აყვანილი ბავშვები იშვილა და აღზარდა“…

ინტერვიუ იყო ერთ საოცარ ქალბატონთან…

ნუ, დავდეთ, გავაზიარეთ, სულ რაღაც 100-მა ადამიანმა წაიკითხა ან უბრალოდ, ლინკი გახსნა და არც წაიკითხა

ზუსტად იგივე ტექსტს, შევუცვალე სათაური – „ბავშვი, რომელიც ვიშვილე, 8 მამაკაცმა გააუპატიურა“…

რაღა თქმა უნდა, რესპონდენტი ამის შესახებ ინტერვიუში ამბობდა და მე არ მომიგონია

ჰოოდა, რომ შეესია საზოგადოება, ნახევარმა მილიონმა ადამიანმა წაიკითხა და აზიარებდნენ თან

და კომენტარებში ბევრი წერდა – რაში გვაინტერესებსო

ჰოდა, მოკლედ, აი ეგ ადამიანები მიყვარხართ, ჯაან დონეები რომ ხართ, რომ არ გაინტერეშებთ შხვიში პირადი და „მრავალშვილიანმა დედამ ქუჩიდან აყვანილი ბავშვები იშვილა და აღზარდა“… რომ არ ჭაიკთხეთ და „გაუპატიურება“ რომ გადაღეჭეთ და თან არ გაინტერეშებთ

აი, ასე რასაც გვიკვეთთ, იმას გაწვდით.”

ჟურნალისტი, მარი ჯაფარიძე; სოციალური ქსელი