ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეში ახალი ფიგურანტი ჩნდება – გამოძიება ბრალდებულის მეგობრით დაინტერესდა.
ახალი ფიგურანტი ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეში – დღევანდელ სასამართლო პროცესზე ნიკოლოზ ფეიქრიშვილის სახელი და გვარი დასახელდა, რომელსაც სავარაუდო შემხებლობა აქვს საქმესთან, თუმცა რა სახის ეს ჯერჯერობით უცნობია.
“მთავარის” ინფორმაციით, ფეიქრიშვილი ერთ ერთი ბრალდებულის, აკო ჭელიძის მეგობარია და გამოძიებას აინტერესებს ჰქონდა თუ არა მას რაიმე სახის ინფორმაცია კვარაცხელიას მკვლელობის დაგეგმვაზე.
გამოძიების ინფორმაციით, მის ანგარიშზე სექტემბრის თვეში, ფულადი გადარიცხვები ფიქსირდება.
თბილისის საქალაქო სასამართლოში კი დღეს “მაგთის” წარმომადგენლები იკითხებიან, გამოძიებას ანძების ამონაწერი აინტერესებს.
მათ უნდა თქვან სად გადაადგილდებოდნენ 22 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებული აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე მკვლელობამდე და მძიმე დანაშაულის ჩადენის შემდეგ. სხდომას მოკლული ნიკო კვარაცხელიას ნათესავებიც ესწრებიან, თუმცა მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ.
შეგახსენებთ, 22 წლის ნიკო კვარაცხელია თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, გასული წლის 15 სექტემბერს მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებული ორი პირი – აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე შსს-მ 7 ოქტომბერს დააკავა.
წყარო: newposts.ge