“როდემდე?
როდემდე? როდემდე არ უპასუხებს კიევი მოსკოვს? ანუ – უკრაინა რუსეთს? ანუ ზელენსკი პუტინს?
არა! რავა გეკადრებათ! ჩვენ არ ვბომბავთო – აცხადებენ უტიფრები და, დაბიმბვას აგრძელებენ!
საქმეც ისაა, რომ, რაც (არ) უნდა მართებულად მივიჩნევდეთ ზელენსკის თავშეკავებას, პუტინი იმდენს იზამს, რომ საპასუხო ცეცხლს გაახსნევინებს უკრაინას და მერე ბრჭყალებში ლეგიტიმური საფუძველი ექნება ფართომასშტაბიანი ომის დასაწყებად… და მე მეშვიდედ ვიმეორებ – დაიწყოს!.. იმიტომ, რომ, სჯობს დაიწყოს ადრე, ვიდრე ჰიბრიდულად დაანგრიოს ამ შემთხვევაში უკრაინა!
… მაგრამ, ამ ყველაფერს ვწერ კურდღელი…დიახ, არ მოგესმათ, კურდღელი ირაკლი კობახიძისა და კურდღლის მონებისათვის, რომელსაც უთქვამს ის, რაც თქვა… მაგრამ, მისი ნათქვამი სხვა მხრივ არის საყურადღებო – მან გვითხრა:
თუ რუსეთი შემოვა აქ! ჩვენ შეგვეშინდება და ჩავბარდებით!
სახელმწიფო ღალატია მისი ეს განცხადება! მე – არაიურისტიც კი ვხვდები ამას!”
ჟურნალისტი, ირაკლი ტაბლიაშვილი; სოცქსელი