მსახიობი, გოგოლა კალანდაძე, ტვ პირველის ეთერში, გადაცემა “რეაქციაში”, ამბობს:
“დღეს პრემიერ-მინისტრი და მისი გარემოცვა ითხოვდა ჟურნალისტების დასჯას, რატომ? იმიტომ რომ ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომელიც არ მოეწონათ. მე არ მინდა ასეთ ქვეყანაში ცხოვრება, სამართლიან ქვეყანაში მინდა ცხოვრება. ეს ქვეყანა ერთი კაცის არ არის. ეს ქვეყანა ჩვენი და ჩვენი მომავალი თაობისაა და მე მჯერა ჩვენი მომავალი თაობის, ისინი არიან თავისუფალი ადამიანები. გული მწყდება რომ ერთმანეთის ლანძღვაში გადის ეს დრო. მე მინდა სამართლიანობა იყოს. რანაირად არის სამართლიანობა, როდესაც ქვეყანაში პატრიოტიზმის გამო ისჯებიან ადამიანები, სად არის სამართლიანობა? თუნდაც მიშა სააკაშვილი არ უნდა იჯდეს ციხეში და არ უნდა ასამართლებდეს ეს ხელისუფლება. მე ჩემი აზრი მაქვს. არასოდეს ხმა არ მიმიცია ოცნებისთვის. მე ვიყავი მიშისტი, ამის თქმის არც მრცხვენია, არც მიტყდება, არც მეშინია, ამ კაცმა რეალურად გვაცხოვრა და რაღაც იმედი მქონდა, ვიცხოვრებდი ისეთ საქართელოში, როგორიც მინდოდა, სამწუხაროდ ეს თქვენ ვერ დაინახეთ, სამწუხაროდ, ცუდი მეხსიერება გვაქვს ადამიანებს. სულ ტრიალებთ და იმ 9 წელს იხსენებთ. იმ ხელისუფლებამ ბევრი რამ გააკეთა და ამ ხელისუფლებამ რა გააკეთა, რომელიც თქვენ შემოხაზეთ?”