დონბასის ლიდერი რუსეთში მოქალაქეთა „მასობრივ ევაკუაციას“ იწყებს

დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერი,დენის პუშილინი აცხადებს, რომ დე ფაქტო ხელისუფლებამ მოქალაქეების რუსეთში ევაკუაცია დაიწყო.

რუსეთის მხარდაჭერილი პუშილინი მიზეზად ასახელებს უკრაინის სამხედროთა მზარდ რაოდენობას, “რომლის მიზანიც უკრაინის მხრიდან დონბასის ძალისხმიერი გზით აღებაა”.

როგორც ის ამბობს 18 თებერვალს გავრცელებულ ვიდეოში, მიმდინარეობს მოლაპარაკებები რუსეთის ფედერაციასთან და მზად არიან როსტოვის ოლქში ჩვენი მოქალაქეების მისაღებად“.

ევაკუაციის შეთავაზება, პირველ რიგში, ეხებათ ქალებს, ბავშვებსა და ხანდაზმულებს.

 

“ნეტგაზეთი”