რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას რეზერვში მყოფი მოქალაქეების სამხედრო წვრთნებზე გამოძახების შესახებ. ინფორმაციას TACC-ი ავრცელებს.
“რეზერვში მყოფი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები გამოძახებული არიან სამხედრო წვრთნების გასავლელად შეიარაღებულ ძალებში, ეროვნული გვარდიის ჯარებში, სახელმწიფო უსაფრთხოების უწყებებსა და უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურში”, – ნათქვამია დოკუმენტში.
ბრძანების თანახმად, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს დაევალა უზრუნველყოს სამხედრო წვრთნაზე მოქალაქეების გაწვევასთან და წვრთნების ჩატარებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება.
Tass-ის ცნობით, რეზერვის სამხედრო წვრთნები ყოველწლიურად იმართება. პუტინმა წინა განკარგულებას ხელი 2021 წლის აპრილში მოაწერა.