წვიმა, თოვლი, ქარი – ამინდი 22 თებერვლამდე.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19-21 თებერვალს ცალკეულ რაიონში იწვიმებს, მაღალმთაში მოთოვს. ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +11, +16 გრადუსია მოსალოდნელი.
თბილისში უნალექო ამინდი იქნება. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.
წყარო: ptn.ge