გორში მანქანას 14 ჭრილობით დაჭრილი მამაკაცი მართავდა

სისხლიანი თავდასხმა გორში –  ჩვენი ინფორმაციით, დაჭრილია ერთი ადამიანი. “ტვ პირველის” კორესპოდენტის თქმით, პოლიციამ ჯორბენაძის ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილი გააჩერა, აღმოჩნდა, რომ მას დაჭრილი 48 წლის კაცი მართავდა.

 

მოქალაქეს ცივი იარაღით 14 ჭრილობა მიაყენეს. დაშავებული “გორმედის” კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.