მიიღეთ ყველა ზომა, რაც აუცილებელია ჯანმრთელობის მდგომარეობის უსაფრთხოებისათვის

პენიტენციურმა მიიღოს ყველა ზომა, რაც აუცილებელია ჯანმრთელობის მდგომარეობის უსაფრთხოების უზრუნევლსაყოფად – სასამართლო მიხეილ სააკაშვილზე.

სასამართლოს კოლეგიამ მესამე პრეზიდენტის ადვოკატების შუამდგომლობა დააკმაყოფილა. სასამართლომ პენიტენციური სამსახურის დირექტორს დაავალა, რომ მიიღოს ყველა ზომა, რაც აუცილებელია ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

– “სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს დაევალება, მიიღოს ყველა ის ზომა, რაც აუცილებელია ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის უსაფრთხოების უზრუნევლსაყოფად და სასამართლო ამავდროულად ითხოვს, რომ შესაბამისი ინფორმაცია წარმოადგინოს თავად სასამართლოს, აი ამ ზომების მიღებასთან დაკავშირებით, თუ როგორ ხორციელდებოდა მისი ჯანმრთელობის დაცვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ყველა ღონისძიებებთან დაკავშირებით სასამართლო მოითხოვს ინფორმაციას” – თქვა ნინო ელიეშვილმა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის მონახულებას რუსთავის ციხეში გადაყვანის შემდეგ მისი პირადი ექიმი ვერ ახერხებს. ადეკვატური სამედიცინო მომსახურება მესამე პრეზიდენტმაც და მისმა უფლებადამცველებმაც არაერთხელ მოითხოვეს.

წყარო: newposts.ge