ორი კომენტარი გავაკეთე…სიმართლე გითხრათ, არ მესმის რა იყო არასამართლიანი

ორი კომენტარი გავაკეთე…სიმართლე გითხრათ, არ მესმის რა იყო არასამართლიანი – ჰარცელი კობახიძის პასუხად.

ორი კომენტარი გავაკეთე, ერთი ეხებოდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, მეორე ოპოზიციის მანდატების გაუქმების საკითხს. სიმართლე გითხრათ, არ მესმის რა იყო არასამართლიანი ამ განცხადებებში და ამიტომ ამ კომენტარებზე კომენტარის გაკეთება გამიჭირდება- აცხადებს კარლ ჰარცელი “ქართული ოცნების” ლიდერების კომენტარების შეფასებისას.

ევროკავშირის ელჩის განცხადებას ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასა და ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე, “ოცნების” ლიდერები აღაშფოთა. ჰარცელი ამ ყველაფერს ასე პასუხობს:

– ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ მარტივი მათემატიკური ფაქტია, რაც უფრო ნაკლები მანდატია პარლამენტში, მით უფრო ნაკლებია პლურალიზმი პარლამენტში. ევროკავშირი ძალიან ბევრს მუშაობს იმისთვის რომ, პარლამენტი იყოს რაც შეიძლება ინკლუზიური, რაც გათვალისწინებული იყო 19 აპრილის შეთანხმებით. ვნახოთ, რა იქნება ამის შედეგები, როგორ აისახება შემდგომ საპარლამენტო მუშაობაზე, მათ შორის ფრაქციების დაკომპლექტებაზე და ა.შ. ,“- განაცხადა ელჩმა.

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ევროკავშირის განცხადებები ოპოზიციონერი დეპუტატების მანდატის შეწყვეტასა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე, არასამართლიანი და არაობიექტურია.

წყარო: newposts.ge