ფაქტებით დასტურდება, რომ გიორგი გახარია უდრის „ნაციონალურ მოძრაობას“ – ანრი ოხანაშვილი

ფაქტებით დასტურდება, რომ გიორგი გახარია უდრის „ნაციონალურ მოძრაობას, – აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა გააკეთა.

ოხანაშვილმა აქვე აღნიშნა, რომ ეს ადამიანი არის „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესების მატარებელი და თავის დროზე თანამდებობიდან სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალური ლიდერის ინტერესების შესაბამისად გადადგა.

„ფაქტებით დასტურდება, რომ გიორგი გახარიამ პატივი სცა არა კანონის უზენაესობას და სამართლიანი სახელმწიფოს პრინციპებს, არამედ რადიკალური ჯგუფების მიერ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს. ეს ფაქტი ასევე დასტურდება საკრებულოებში მათი კოალიციით და „ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალური ლიდერების განცხადებებით. რამდენიმე თვის წინ გახარიას სხვადასხვა ეპითეტებით მოიხსენიებდნენ და მასთან რაიმე ტიპის თანამშრომლობას გამორიცხავდნენ, გავიდა რამდენიმე თვე და მასთან თანამშრომლობა შესაძლებელი გახდა. ეს კრავს იმ წრეს, რაზეც აქამდე ვამბობდით, რომ გახარია უდრის „ნაციონალურ მოძრაობას“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

“ინტერპრესნიუსი”