ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიის დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, – რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ე.წ. ლუგანსკის რესპუბლიკის წარმომადგენლები აცხადებენ.
მათი მტკიცებით, უკრაინის შეირაღებულმა ძალებმა დასახლებულ პუნქტებში ცეცხლი მინსკის შეთანხმებებით აკრძალული 120 მილიმეტრიანი ჭურვების გამოყენებით გახსნეს.
„შედეგად, დაიღუპა რესპუბლიკის ორი მშვიდობიანი მოქალაქე, ხოლო ერთი საცხოვრებელი სახლი მთლიანად განადგურდა“, – აცხადებენ ლუგანსკში.