“მიმიშვით ამ არაკაცთან” – ძალადობაში ბრალდებული, ჟურნალისტს, სასამართლო დარბაზშიც დაემუქრა.
5 ივლისის სასამართლო სხდომაზე ერთ-ერთმა ბრალდებული სასამართლო დარბაზშიც დაემუქრა “ფორმულას” ჟურნალისტს, რატი წვერავას. ბრალდებულის გაღიზიანება წვერავას ჩვენებამ გამოიწვია
“ჩვენ არაკაცებს არ ვაშუქებთ. ძალადობრივი მოწოდებების მქონე ადამიანებს არ ვაშუქებთ ეთერში”, – თქვა ჟურნალისტმა, რასაც მის მიმართ მუქარა მოჰყვა:
“გამომიშვით 1 წუთით და დამიმატეთ მერე 6 წელი კიდე, მიმიშვით ამ არაკაცთან.” მიმართა მოძალადემ წვერავას.
ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებებზე და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 126-ე (ძალადობა) მუხლებით მიმდინარეობს. საერთო ჯამში საქმეს 31 ბრალდებული და 57 დაზარალებული ჰყავს.
წყარო: ptn.ge