მარტიდან ქორწილებისა და ქელეხების გამართვა დასაშვები იქნება 22 თებერვალი, 2022 • ნინო ბიძინაშვილი • 145

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი მარტიდან უქმდება შეზღუდვა სოციალურ ღონისძიებებზე.

საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, ეს ნიშნავს, რომ მოქალაქეებს მარტიდან შეეძლებათ გამართონ სხვადასხვა სოციალური ღონისძიებები, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი და სხვა.

მანამდე, პანდემიის გავრცელებისდა გამო, ქორწილებსა და ქელეხებზე აკრძალვა იყო დაწესებული.

ამასთანავე, პირველი მარტიდან კვებით ობიექტებში იზრდება 1 მაგიდასთან დაშვებულ პირთა რაოდენობა. ამიერიდან დახურულ სივრცეში 1 მაგიდასთან 10 ადამიანს ექნება დასხდომის უფლება, ხოლო ღია სივრცეში – 15-ს.

 

“ნეტგაზეთი”