მხოლოდ იმპორტიორებისკენ ხელის გაშვერა არასწორია, სახელმწიფომ საწვავზე აქციზი უნდა გააუქმოს – “ევროპული საქართველოს” ბრიფინგი.
“ევროპული საქართველო” ხელისუფლებას საწვავზე აქციზის გადასახადის გაუქმებისკენ მოუწოდებს. საკითხთან დაკავშირებით პარტიაში ბრიფინგი გაიმართა, სადაც აღინიშნა, რომ საწვავის გაზრდილი ფასი პროდუქტების ფასების ზრდაზე პირდაპირ აისახება.
– “ლარის კურსის გაუფასურებამ მნიშვნელოვნად განაპირობა საწვავის ფასის გაძვირება. პროდუქტების ფასი პირდაპირპროპორციულად ძვირდება. არასწორია საწვავის გაძვირებისას ხელის გაშვერა საწვავის იმპორტიორებისკენ, იმიტომ, რომ ძირითადი მიზეზი აქციზის სიძვირეა. აქციზი სახელმწიფომ უნდა გააუქმოს საწვავზე, რაც ნიშნავს, რომ საწვავის ფასი მოიკლებს 40 თეთრით” – თქვა პარტიის წევრმა, გიორგი ნონიაშვილმა.
წყარო: ptn.ge