პუტინმა თავდაცვის სამინისტროს დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებში მშვიდობის მხარდაჭერის უზრუნველყოფა დაავალა

ვლადიმირ პუტინმა თავდაცვის სამინისტროს დაავალა, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკისა და ლუგანსკის  რესპუბლიკებში  მშვიდობის მხარდაჭერა უზრუნველყონ.

ეს ნაბიჯი რუსეთის პრეზიდენტმა კიევის მხრიდან მოსალოდნელი პროვოკაციების საპასუხოდ გადადგა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარების დოკუმენტს ხელი მოაწერა.