“ყველა შედეგი სისხლისღვრაზე, დაეკისრება უკრაინას” – პუტინმა დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა

ვლადიმირ პუტინმა  დონეცკის და ლუგანსკის  დამოუკიდებლობა აღიარა და განაცხადა:

“გადავწყვიტე დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა ვაღიარო. ვთხოვ, ფედერაციის საბჭოს სასწრაფოდ მოახდინოს ამ გადაწყვეტილების რატიფიცირება. სასწრაფოდ მომზადდეს გადაწყვეტილება ამ რესპუბლიკების დახმარებასთან დაკავშირებით, უნდა შევიდეს ძალაში და ამოქმედდეს.

მოვითხოვთ, სასწრაფოდ შეწყდეს საბრძოლო მოქმედებები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა შედეგი სისხლისღვრაზე, დაეკისრება უკრაინის მმართველ ხელისუფლებას. ამ გადაწყვეტილებებში რუსი ხალხის მხარდაჭერის იმედი მაქვს.”