წლებია მოსკოვის გამზირი ჰქვია ამ ქუჩას, ჩემთვის პრობლემას არ იწვევს – აბაშიძე ენმ-ს ინიციატივაზე.
“ის რომ, სამგორის რიონში, წლებია მოსკოვის გამზირი ჰქვია ამ ქუჩას, ჩემთვის არანაირ პრობლემას არ იწვევს” – ასე ეხმაურება, ქართული ოცნების წევრი, ზურაბ აბაშიძე ენმ-ს ინიციატივას
მისი თქმით, მმართველი პარტია გადაწყვეტილებებს სპონტანურად და ემოციით არ იღებს.
– ის რომ, სამგორის რიონში, წლებია მოსკოვის გამზირი ჰქვია ამ ქუჩას, ჩემთვის არანაირ პრობლემას არ იწვევს ეს სახელი, თვითონ მოსკოვის. განსხვავებით წინა ხელისუფლებისგან ჩვენ არ ვიღებთ გადაწყვეტილებას სპონტანურად და ემოციებით, ბუნებრივია ამას აქვს მთელ რიგი პროცედურები, მოსახლეობასთან კომუნიკაციებით, შეჯერებით და ა.შ რაზეც მზად ვართ მსჯელობისთვის და ამ საკითხის განხილვისთვის და არა პოპულიზმით და არა ემოციების ფონზე” – ამბობს ზურაბ აბაშიძე.
შეგახსენებთ, რომ “ენმ” თბილისის საკრებულოში ინიციატივით შედის, რომ მოსკოვის გამზირს უკრაინის დედაქალაქის, კიევის სახელი ეწოდოს.
წყარო: itv.ge