ევროპის ბაზრებზე ვაჭრობის გახსნიდან პირველ საათებში მარტის გაზის ფიუჩერსების ფასმა ათას კუბურ მეტრ საწვავზე 1000 დოლარს მიაღწია.
ლონდონის ICE ბირჟის მონაცემებით, ფასის მაქსიმუმი 987,3 დოლარია, მინიმალური კი 937,7 დოლარი ათას კუბურ მეტრზე. მარტის ფიუჩერსების ღირებულება ნიდერლანდების TTF ჰაბში 7%-ით გაიზარდა და 1003 აშშ დოლარს მიაღწია ათას კუბურ მეტრზე, იუწყება რია ნოვოსტი.+
შეგახსენებთ, რომ გაზის ფიუჩერსები მნიშვნელოვნად გაიზარდა 2021 წლის ზაფხულში: აგვისტოს ბოლოს მათი ფასი $300-დან $600-მდე გაიზარდა ათას კუბურ მეტრზე. 21 დეკემბერს ლურჯი საწვავის ღირებულებამ ისტორიულ მაქსიმუმს – 2190 დოლარს მიაღწია.
2022 წლის თებერვალში გაზის ფასების ზრდაზე გავლენა იქონია გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებამ, როდესაც შეაჩერა Nord Stream 2 – გაზსადენის სერტიფიცირების პროცესი. გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბერლინი რამდენიმე თვეში წარადგენს ახალ ანგარიშს რუსული გაზსადენის გარშემო არსებული ვითარების შესახებ და გადახედავს სერტიფიცირების პროცესის განახლების შესაძლებლობას.