ვიმსჯელებთ და როდესაც გადაწყვეტილებას მივიღებთ, მოგაწოდებთ ინფორმაციას – კალაძე რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე.
“ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე ამბობს, რომ მმართველი გუნდი რუსეთისთვის სანქციების დაწესების შესახებ იმსჯელებს.
მისი თქმით, კონკრეტული გადაწყვეტილებები ამის შემდეგ გახდება ცნობილი.
– “ამაზე მსჯელობა იქნება და როდესაც გადაწყვეტილებას მივიღებთ, თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მოგაწოდებთ ინფორმაციას”, – თქვა კახა კალაძემ.
წყარო: ptn.ge