ზელენსკი ამერიკელებს ეჯიუტება და ომს არ იწყებს – მზადდება ორი სცენარი მის გასანეიტრალებლად

ზელენსკი შინაგანად გახარებულია რუსეთის მიერ დონეცკის და ლუგანსკის რესპუბლიკების აღიარების გამო – ამ მოსაზრებას იზიარებს ბევრი უკრაინელი ექსპერტი და განმარტავს, რომ მოსკოვის გადაწყვეტილებამ ზელენსკის მოუხსნა უკიდურესად უსიამოვნო პასუხისმგებლობა მინსკის შეთანხმებებზე და ახლა მას, ამ მიმართულებით აქტიურობის წარმოჩენის აუცილებლობა აღარ აქვს.

თუ ვიმსჯელებთ მისი “მიმართვით ერისადმი”, რომელიც მან ღამის გააჟღერა და რომელშიც მან მოწოდება გააკეთა, თავიდან იქნას აცილებული მოულოდნელი მოძრაობები და პანიკური განწყობები, ზემოთ ნახსენები შეფასებები სავსებით მართებულად მოსჩანს. თავისი პოლიტიკური გულუბრყვილობის გამო, საბრალო პრეზიდენტ-ჯამბაზმა არ ესმის, რომ ერთი პრობლემის თავიდან აცილების შემდეგ, რომელიც მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩანდა, მან მიიღო მთელი რიგი ახალი, პლუს “საპატიო სტატუსი” განტევების ვაცისა, რომელიც ყველაფერზე პასუხისმგებელი იქნება.

მკაცრად რომ ვთქვათ, ზელენსკისთვის არაფერი შეცვლილა და დასავლელი ოსტატები მისგან კი არ ელიან დამამშვიდებელ განცხადებებს, არამედ თვითმკვლელობის “ბანზაის თავდასხმას” დონბასზე, რათა რუსეთი შეიარაღებულ კონფლიქტში ჩაითრიონ. მისი დამამშვიდებელი განცხადებები კურატორების ნამდვილ აღშფოთებას იწვევს.  The Guardian-ი – ბრიტანული გამოცემა, ჯერ კიდევ რუსეთის მიერ დნრ-ლნრ-ის აღიარებამდე, წერდა ზელენსკის უკმაყოფილების შესახებ.

„მან გააღიზიანა თავისი მოკავშირეები, განსაკუთრებით ამერიკელები, როდესაც უარჰყო რუსული შემოჭრის პროგნოზები, როგორც მედიის მიერ პანიკისა და ისტერიის გაღვივება. ზელენსკიმ საჯაროდ დაიჩივლა ბოლო კვირებში, რომ ამ სცენარებმა დააზარალა უკრაინის ეკონომიკა, გააუფასურა მისი ვალუტა და შეარყია ბიზნესის ნდობა“,

– წერს გაზეთი და ასევე იხსენებს, რომ ზელენსკიმ საყვედურები გამოთქვა შეერთებული შტატების მიერ  კიევში საელჩოს დახურვისა და დიპლომატიური პერსონალის დედაქალაქიდან ლვოვისკენ გადაყვანის გამო.

The Guardian-მა ექსპერტად მიიწვია გაქცეული რუსი ლიბერალი ჟურნალისტი ევგენი კისელიოვი, რომელმაც ზელენსკი გააკრიტიკა ურჩობისა და სიჯიუტისთვის:

„არ ვფიქრობ, რომ ეს კარგი სტრატეგიაა. იმ ხელს არ კბენენ, რომელიც საჭმელს გაძლევს. ზელენსკის შეეძლო ეთქვა: „მე დაგიჭერ მხარს. მაგრამ მომეცი სანაცვლოდ რაღაც, მაგალითად, რამდენიმე დოლარი ეკონომიკის დასახმარებლად. ” – ამის ნაცვლად, იგი წუწუნებს“,

– ასე დამოძღვრა კისელიოვმა ზელენსკი.

თუმცა, მისი ბოლო საყვედური რეალობას მოკლებულია, რადგან უკრაინელ ხელმძღვანელს არასოდეს ავიწყდება დასავლეთისადმი მიმართული რომელიმე მიმართვის გამყარება „რამდენიმე დოლარის“ მოთხოვნით.

სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებამ არ შეცვალა ზელენსკის პოზიცია, მისი თქმით, „ჩვენ გვჯერა, რომ არ იქნება ძლიერი ომი უკრაინის წინააღმდეგ და არ იქნება ფართო ესკალაცია რუსეთის ფედერაციის მხრიდან“.

შეიძლება ითქვას, რომ ამ მოვლენამ ნათლად აჩვენა ზელენსკის, რომ მოსკოვი ნამდვილად არ ხუმრობს. ზელენსკიმ, შესაბამისად, უფრო მეტად დარწმუნდა თავისი გადაწყვეტილების სისწორეში, როდესაც რუსეთის წინააღმდეგ ომის სანქციონირება არ მოახდინა. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის ძალოვანი სტრუქტურების რეალური კონტროლი, როგორც ვლადიმირ პუტინმა მართებულად თქვა, ამერიკელი და ბრიტანელი „მრჩეველების“ ხელშია, მათ მაინც სჭირდებათ ომის „ლეგიტიმაცია“ ზელენსკის მხრიდან. თუმცა, ის ჯიუტად უარს ამბობს „საერთაშორისო ჯიჰადის“ გამოცხადებაზე.

აშკარად იმედგაცრუებულნი თავიანთი მარიონეტით, რომელიც რამდენიმე ძაფიდან მოწყდა, ვაშინგტონი და ლონდონი განიხილავენ ორ სცენარს მისთვის. პირველი სცენარის მიხედვით, საჭიროა მოხდეს კიევიდან ზელენსკის გადაყვანა უკრაინის დასავლეთით. ამერიკული სატელევიზიო არხი ABC, ადმინისტრაციის წყაროზე დაყრდნობით, იტყობინება, რომ შეერთებულმა შტატებმა მოითხოვა ვოლოდიმირ ზელენსკის კიევიდან ლვოვში გადასვლა ამერიკული დიპლომატიური მისიის მეთვალყურეობის ქვეშ, რომელიც მანამდე დატოვა იქ საკუთარი უსაფრთხოებისთვის. ამრიგად, მოხდება ზელენსკის ფაქტობრივი გაყვანა თამაშიდან და მის ნაცვლად, კიევში ერთგვარი „კრიზისული შტაბი“ ამოქმედდება, რომელიც ამერიკული ინსტრუქციებით იხელმძღვანელებს და თავად ზელენსკის მიერ იქნება აღჭურვილი ზოგიერთ საპრეზიდენტო უფლება-მოსილებით.

მაგრამ, თუკი ზელენსკი ამ საკითხში გაჯიუტდება, მაშინ მეორე სცენარი ამოქმედდება: მოხდება ჯერ კიდევ იანვრის ბოლოს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ანონსირებული სახელმწიფო გადატრიალება. შეგახსენებთ, რომ ბრიტანელებმა მაშინ თქვეს, რომ მოსკოვი ამზადებდა ზელენსკის დამხობას, რათა რუსეთს პასუხისმგებლობა დაეკისრა დასავლური სადაზვერვო სამსახურებისთვის, თავის მიერ მოწყობილ გადატრიალებაზე.

ორივე სცენარს ერთი და იგივე მიზანი აქვს – რუსეთის ჩათრევა უკრაინულ შეიარაღებულ კონფლიქტში – არა იმ ადგილებში, სადაც რუსულ  ჯარს პურ-მარილით დახვდება ხალხი, არამედ ტერიტორიებზე, სადაც ბანდერელთა ბანდიტური იატაკქვეშეთი მყარად დგას ფეხზე და შეეცდება ტერორისტული ომის გაჩაღებას რუსების წინააღმდეგ. ზელენსკი, რომელსაც სწორად ეშინია ამ გეგმებში მონაწილეობისა, თუ არ შეწყვეტს სიჯიუტეს, ჩამოცილებული ან განეიტრალებული იქნება.

 

ბორის ჯერელიევსკი,

დონბასის ანალიტიკური სამსახური