ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა

ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტმა უკრაინის საჰაერო სივრცის დახურვის გამო მუშაობა შეაჩერა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, აეროპორტის ყველა მგზავრი ევაკუირებულია.

“აეროპორტი დახურულია, აეროპორტის ყველა მგზავრი ევაკუირებულია, ასაფრენი ბილიკი დაკეტილია,“- ნათქვამია აეროპორტის „ფეისბუქ“ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რუსეთის მიერ დაწყებული აგრესიული ქმედებების გამო უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობა გამოცხადდა და ქვეყნის საჰაერო სივრცე სამოქალაქო თვითმფრინავებისთვის დროებით დაიხურა.

 

“ალია”