კიევს მცდელობაც არ ჰქონია, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია განეხორციელებინა – ლუკაშენკო

უკრაინის ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის იმ რაიონებიდან, სადაც საომარი მოქმედებებია შესაძლებელი.

ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა. მისი თქმით, კიევმა იცოდა რუსეთის მიერ აწ უკვე დაწყებული დენაციფიკაციისა და დონბასის გათავისუფლების შესაძლო ოპერაციის შესახებ.

ამასთან, სამხედრო ხელმძღვანელობას არ აინტერესებდა მშვიდობიანი მოსახლეობის ბედი. ევაკუაცია არავის გაუკეთებია და არც კი გაუფრთხილებია ხალხი სიტუაციის შესაძლო გამწვავების შესახებ.