მოკავშირეებთან ერთად შევთანხმდებით სანქციების მასიურ პაკეტზე – ჯონსონი

მოკავშირეებთან ერთად შევთანხმდებით სანქციების მასიურ პაკეტზე – ჯონსონი.

ბრიტანეთის პრემიერი, ბორის ჯონსონი ამბობს, რომ უკრაინის პრეზიდენტს ესაუბრა და შესთავაზა გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერა.

მისი თქმით, ყველაზე საშინელი შიშები ახდა და ყველა გაფრთხილება რუსეთის შეჭრის შესახებ ტრაგიკულად ზუსტი აღმოჩნდა. ჯონსონმა აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო ევროპაში, რომელმაც უკრაინის დასახმარებლად თავდაცვითი იარაღი გაგზავნა და ისინი კიდევ უფრო მეტს გააკეთებენ მომდევნო დღეებში.

ჯონსონს დეტალები არ დაუკონკრეტებია:

– “დღეს, ჩვენს მოკავშირეებთან ერთად, ჩვენ შევთანხმდებით ეკონომიკური სანქციების მასიურ პაკეტზე, რომელიც დროულადაა დაგეგმილი რუსეთის ეკონომიკის შესაფერხებლად. ევროპამ ასევე უნდა შეწყვიტოს ნავთობზე და გაზზე დამოკიდებულება, რამაც პუტინს ხელი შეუწყო ზემოქმედება მოეხდინა მასზე.

– ეს არის თავდასხმა დემოკრატიაზე მთელ მსოფლიოში და არა მხოლოდ უკრაინაზე” – თქვა ბონსონმა.

ჯონსონი რუსეთის თავდასხმას აღწერს, როგორც “პუტინის ამაზრზენ და ბარბაროსულ წამოწყებას”, რომელიც “მარცხით უნდა დასრულდეს”.

– “არ მჯერა, რომ რუსი დიქტატორი დაიმორჩილებს უკრაინელების ეროვნულ გრძნობას” – თქვა მან.

წყარო: newposts.ge