პროუკრაინული განცხადებები არც კალაძემ დაიშურა, ღარიბაშვილის პარალელურად

რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებას თბილისის მერი კახა კალაძე ეხმაურება.

“მშვიდობა და გამარჯვება ჩვენს მოძმე უკრაინელ ხალხს”,-წერს კალაძე ტვიტერზე.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ასევე გამოეხმაურენ საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი. პრემიერმა საეთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, მიიღონ ყველა ზომა შემდგომი სამხედრო ესკალაციის თავიდან ასაცილებლად.

 

“ბიზნესმონიტორი”