ყველაზე მკაცრ და მძიმე სანქციებს მივიღებთ, რომელიც აქამდე მიღებულა – ბორელი.
“ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ბნელი პერიოდი მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ”, – ასე გამოეხმაურა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი, ჯოზეფ ბორელი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს.
ის რუსეთს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო აგრესია და ამბობს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში კრემლის ხელმძღვანელობა უპრეცედენტო იზოლაციის წინაშე დადგება.
– “ბირთვული სახელმწიფო თავს დაესხა დამოუკიდებელ ქვეყანას და ემუქრება ყველას, ვინც მას დახმარებას აღმოუჩენს. ეს არის არა მხოლოდ საერთაშორისო სამართლის, არამედ ადამიანური თანაცხოვრების პრინციპების დარღვევა. ეს შეიწირავს ბევრ სიცოცხლეს და მძიმე შედეგებს მოიტანს. ევროკავშირი მაქსიმალურად ძლიერად უპასუხებს ამ ქმედებას. პრეზიდენტმა შარლ მიშელმა მოიწვია საბჭო, რათა მიღებული იქნას ყველაზე მკაცრი და მძიმე სანქციები, რომელიც აქამდე მიღებულა. ჩვენ კოორდინაციაში ვართ ყველა მსოფლიო ლიდერთან და მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აგრესია. წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთის ხელმძღვანელობა დადგება უპრეცედენტო იზოლაციის წინაშე. ეს არ არის ბლოკებისა და დიპლომატიური თამაშების საკითხი, ეს სიცოცხლის საკითხია” – ამბობს ჯოზეფ ბორელი.
წყარო: itv.ge