საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა თანდათან სტაბილური ხდება – იკლებს როგორც დადებითობის, ისე ინფიცირების დღიური მაჩვენებელი, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.
საქართველოში კორონავირუსის მეექვსე ტალღის პიკმა გადაიარა. გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში 10.230 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მაშინ, როცა თებერვლის დასაწყისში ეს მაჩვენებელი 26 ათასს აღემატებოდა.
“სპუტნიკი”