სათამაშო ბიზნესს ახალი რეგულაციები დაუწესეს

საქართველოს ხელისუფლებამ განსაზღვრა იმ პირთა სია, რომელთაც აეკრძალებათ აზარტულ თამაშებში მონაწილეობა, ონლაინ-კაზინოსა და ტოტალიზატორების ოპერატორებს კი მათი ინტერნეტ-ანგარიშების დაბლოკვის უფლება მიეცათ.
აზარტული თამაშების შესახებ” კანონში შესული ცვლილებების თანახმად, 1 მარტიდან აზარტულ თამაშებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ 25 წლამდე პირები, სახელმწიფო შემწეობის მიმღები სოციალურად დაუცველი პირები, საჯარო მოხელეები, პირები, რომლებიც მიმართავენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს თვითშეზღუდვის მექანიზმის გამოყენების მოთხოვნით, ასევე ისინი, ვინც მოხვდებიან ე.წ. შავ სიაში სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ან ოჯახის წევრების მოთხოვნით.
ასევე ფინანსთა სამინისტრომ ტოტალიზატორებისა და ონლაინ-კაზინოების ოპერატორებს ნება დართო დაბლოკონ იმ მოთამაშეთა ანგარიშები და აკაუნტები, რომელთაც ეკრძალებათ აზარტულ თამაშებში მონაწილეობა. ამასთან, ოპერატორები ვალდებული იქნებიან მოთამაშეები წინასწარ გააფრთხილონ და მათ დაბლოკვის მიზეზი განუმარტონ.