თურქული მედიკამენტების პირველი პარტია ორ კვირაში შემოვა

უმაღლესი ხარისხის თურქული მედიკამენტების პირველი პარტია საქართველოში ორ კვირაში შემოვა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე.

საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი თურქეთისთვის იანვრის შუა რიცხვებში, მთავრობის შესაბამის დადგენილებაზე ხელმოწერის შემდეგ გაიხსნა. ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ბაზარზე კონკურენციის გაზრდა დადებითად აისახება ფასებზე.

ამ ეტაპზე საქართველოს პარლამენტი განიხილავს მედიკამენტების აღიარებისა და რეგისტრაციის ვადების შემცირების შესაძლებლობებს.

მედიკამენტები - Sputnik საქართველო, 1920, 19.02.2022

საქართველოში შესაძლოა მედიკამენტების რეგისტრაციის ვადები შემცირდეს
მანამდე, საქართველოს მთავრობის ინიციატივით დადგინდა წესი, რომლის თანახმად ქვეყანაში იმპორტირებულ მედიკამენტებს უნდა ჰქონდეთ GMP სერტიფიკატი.
GMP სტანდარტი მოიცავს მთელ რიგ ინდიკატორებს, რომლებსაც აუცილებლად უნდა შეესაბამებოდეს საწარმო, რომელიც ამა თუ იმ პროდუქციის წარმოებით არის დაკავებული.
საქართველოს მოსახლეობა მრავალი წელია მედიკამენტების ფასებზე ჩივის, რომლებიც მეზობელ თურქეთში სამ–ოთხჯერ უფრო იაფია. ბევრი ადამიანი წამლებისთვის თურქეთში მიდის, სადაც, მგზავრობის ხარჯების გათვალისწინებითაც კი, მედიკამენტების შეძენა უფრო იაფი უჯდება.
თურქეთისთვის ბაზრის გახსნის პარალელურად საქართველოს მთავრობა მუშაობს კანონპროექტზე, რომელმაც ქვეყანაში ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული სიტუაცია უნდა გააუმჯობესოს.
“სპუტნიკი”