უკრაინამ საჰაერო სივრცე ჩაკეტა

უკრაინამ სამოქალაქო თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცე ჩაკეტა.

საჰაერო სივრცის გამოყენებასთან დაკავშირებით ცვლილებები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დონბასში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების თაობაზე განცხადება გააკეთა.

მანამდე Sputnik-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვართან სამოქალაქო ავიაციისთვის საჰაერო სივრცე ჩაკეტა.