რუსეთმა დღეს, 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო – უკრაინული ვერსიით.
რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის მიზნით უკრაინაში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. პუტინმა იარაღის დაყრისკენ მოუწოდა უკრაინელ ჯარისკაცებს.
როგორც უკრაინაში მომუშავე ჟურნალისტები იტყობინებიან, პუტინის განცხადებიდან მალევე დაიწყო სტრატეგიული სამხედრო ობიექტების დაბომბვა უკრაინის ქალაქების შემოგარენში, მათ შორის, კიევში. რუსული მხარის განცხადებით, უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, დაიბომბება მხოლოდ სამხედრო ობიექტები.