ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

„უკრაინის ძვირფასო მოქალაქეებო, დღეს ვლადიმერ პუტინმა გამოაცხადა დონბასში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ.

რუსეთმა განახორციელა დარტყმები ჩვენს სამხედრო ინფრასტრუქტურაზე“, – განაცხადა ზელენსკიმ და მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.

ვლადიმერ პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „დამოუკიდებლობა“ 21 თებერვალს აღიარა, რის შემდეგაც რუსეთმა უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებთან ე.წ. „დიპლომატიური ურთიერთობები“ დაამყარა. რუსეთის პარლამენტის ზედა პალატამ კი ვლადიმერ პუტინს რუსეთის ფარგლებს გარეთ შეიარაღებული ძალების გამოყენებაზე თანხმობა მისცა.

 

“იმედინიუსი”