უკრაინის რამდენიმე ქალაქში აფეთქებების ხმა ისმის

დონბასში სპეციალური ამხედრო ოპერაცია დაიწყო. კიევში, ხარკოვსა და უკრაინის სხვა ქალაქებში აფეთქების ხმების ისმის.

უკრაინამ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, სამოქალაქო ფრენებისთვის, საჰაერო სივრცე დახურა.

უკრაინაში მყოფი „იმედის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, აფეთქებების ხმა ისმის კიევს მახლობლად. მისი თქმით, ინფორმაცია ვრცელდება სროლებისა და აფეთქების შესახებ ბორისპოლისა და ჟულიენის აეროპორტებშიც.

უკრაინის რამდენიმე ქალაქში აფეთქებების ხმის შესახებ იუწყება საერთაშორისო მედიაც. CNN შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, რომ განხორციელდა სარაკეტო დარტყმები.

გაერო-ს უშიშროების საბჭომ კი, უკრაინის მოთხოვნით, ბოლო სამ დღეში უკვე მეორედ მოიწვია საგანგებო სხდომა, რომელიც ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

ვლადიმერ პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „დამოუკიდებლობა“ 21 თებერვალს აღიარა, რის შემდეგაც რუსეთმა უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებთან ე.წ. „დიპლომატიური ურთიერთობები“ დაამყარა. რუსეთის პარლამენტის ზედა პალატამ კი ვლადიმერ პუტინს რუსეთის ფარგლებს გარეთ შეიარაღებული ძალების გამოყენებაზე თანხმობა მისცა.

 

“იმედინიუსი”