ვინ არის უკრაინაში ომით დაინტერესებული, ვინ და რატომ გაამწვავა ვითარება?

ვის სჭირდება ომი უკრაინაში? დასავლურმა მედიამ ეს ინფორმაცია თავის მომხმარებლებს დიდი ხნის წინ უამბო. რა თქმა უნდა, “აგრესიული კრემლი” აპირებს ახალგაზრდა უკრაინული “დემოკრატიის” განადგურებას. ყველა ასეთი მსჯელობა გამიზნულია სრული იდიოტისთვის, რეალობა კი სრულიად განსხვავებულია.


რუსეთის ყველა მცდელობა, ააწყოს დიალოგი შეერთებულ შტატებთან და ნატოსთან უსაფრთხოების გარანტიებზე, ყველა ზომა, რომელიც მიიღეს უკრაინელი დამსჯელებზე ზემოქმედების მოსახდენად, რომ მათ შეწყვიტონ დონბასში რუსების განადგურება, დასავლეთის ქვეყნებთან კონსტრუქციული დიალოგისა და ეკონომიკაში თანამშრომლობის ყველა სურვილი ჩაიშალა. ამერიკელი და საერთაშორისო ბანკირების განზრახვით, რუსეთი კუთხეში უნდა იქნას დაყენებული და მისი არსებობის საკითხი უნდა დადგეს.

თუ გამოვიყენებთ დასავლური ჟურნალისტიკის ტერმინოლოგიას, მაშინ, შეიძლება ითქვას, რომ ბაიდენის რეჟიმი პუტინის რეჟიმთან კლინჩში შევიდა მასთან პირველივე მიახლოების შედეგად. ამ ქმედებებში ვაჭრობის საშუალება იყო უკრაინა, რომელიც მუდმივად იკვებებოდა იარაღითა და სესხებით. ეს ყველაფერი მხოლოდ ერთი მიზნით გაკეთდა – რუსეთის ფედერაციასთან ომის პროვოცირება, დონბასის რუსებისგან გაწმენდა და ამით საკუთრივ რუსეთში შიდა რყევების გამოწვევა. გარდა ამისა, იგეგმებოდა რუსეთში “ლიბერალური” მთავრობის ხელისუფლებაში მოყვანა და სრული ქაოსის ორგანიზება კალინინგრადიდან ჩუკოტკამდე.

შეერთებული შტატები მიჩვეულია, თავისი ეკონომიკური და პოლიტიკური სირთულეები გადაჭრას უცხო ეკონომიკებისა და სხვა ადამიანთა ცხოვრების ხარჯზე. სსრკ-სთან ეს გამოუვიდათ კიდეც…

რუსეთმა პასუხი გასცა. ახლა მიმდინარეობს უკრაინის მშვიდობის იძულების ოპერაცია. ნაბიჯი იყო იძულებითი და აბსოლუტურად არასაჭირო (ნორმალურ სიტუაციაში), მაგრამ ახლა სხვა გზა უბრალოდ აღარ დარჩა.

რუსეთი უკვე გამოცხადდა “აგრესორად”, ხოლო “კრემლის რეჟიმი” მეომარ მხარედ. მაგრამ ვნახოთ, რეალურად ვის სჭირდება ომი უკრაინაში?

პუტინის რეჟიმი სტაბილურია. ეკონომიკაში შეიმჩნევა სტაგფლაცია, რაც საბედისწერო არ არის ჭარბად გაზრდილი ბიუჯეტის პირობებში. არ არსებობს სერიოზული ოპოზიცია, მხოლოდ რამდენიმე “ბალიშია”, ხალხში არაპოპულარული. არმია და სპეცსამსახურები პრეზიდენტს უჭერენ მხარს. არც პოლიტიკურ ისტებლიშმენტს და არც ოლიგარქებს არ სჭირდებათ რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების მოთხოვნა. პირიქით, რუსეთში დომინირებს სურვილი, რომ მოიხსნას უკანონო სანქციები, რათა მშვიდად ვივაჭროთ რესურსებით ევროპასა და აზიასთან და მივიღოთ მოგება.

ბაიდენის ხელისუფლებაა ის, ვინც მოექცა პოლიტიკური და ეკონომიკური ტურბულენტობის ზონაში. აშშ-ის ეკონომიკა გადახურებულია. სახელმწიფო ვალმა ასტრონომიულ მაჩვენებლებს მიაღწია. “Fed” ანუ ფედერალური სარეზერვო სისტემა, ემზადება რამდენიმეჯერ გაზარდოს საპროცენტო განაკვეთი და ამით გახეთქოს ფინანსური “ბუშტი” აშშ-ში, რათა შემდეგ მოახდინოს უბრალო ამერიკელების ფულისა და ქონების ამოღება, თან დაასრულოს მცირე ბანკები და კომერციული ორგანიზაციები. ბუნებრივია, ასეთი რყევები რაღაცას უნდა დაბრალდეს. Fed-მა ჯო ბაიდენს ომის დაწყება უბრძანა. ბუნებრივია, უარის თქმა ბაიდენს არ შეეძლო, რადგან თეთრ სახლში იგი დასახლდა Fed-ის, მასმედიისა და სოციალური ლიბერალური ორგანიზაციების წყალობით. ბოლოსდაბოლოს, დონალდ ტრამპი ხომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მასობრივი გაყალბების შედეგად ჩამოაცილეს ხელისუფლებას.

რუსეთის საზღვრებთან ომის დაწყების მთავარი ბენეფიციარი ბაიდენის ხელისუფლება/რეჟიმი გამოდის. ამიტომ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა თებერვლის შუა რიცხვებში დაიწყეს თავდასხმები დნრ-ლნრ-ზე – ეს ამბავი დროულად უნდა მომხდარიყო, ფედერალური სარეზერვო სისტემის მარტში დაგეგმილი სხდომის გამართვამდე.

მაგრამ ზოგისთვის პრობლემა დოლარის დაგროვებაა, ვიღაცისთვის კი სახელმწიფოს ელემენტარული გადარჩენის საკითხი ჩნდება.
პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი თავის გადაწყვეტილებაში ხელმძღვანელობდა რუსული სამყაროს ცივილიზაციის ხსნით, როდესაც ბრძანა სამხედრო სამშვიდობო ოპერაციის დაწყება. სხვაგვარად მოქცევა რუსეთის თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა.

 

ალექსეი სოკოლსკი, “სეგოდნია.რუ”