გუშინ რუსეთმა უკრაინაზე ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია განახორციელა. გუშინ გვიან ღამით კი ამერიკელმა მკვლევარმა ლუკ კოფმა განაცხადა, რომ დროა საქართველო იარაღით აღიჭურვოს.
აღნიშნულ განცხადებას სოციალურ ქსელში ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია მწვავედ გამოეხმაურა:
„კარგად დაიმახსოვრეთ ეს პირველი მერცხალი! ასე „მეგობრულად“ გაწირეს უკრაინაც! ბევრი იარაღი გაუგზავნეს… ბევრი…
შეგვეშვით რა. გაეთრიეთ ჩვენი სამშობლოდან! მაგ პროვოკაციებს აღარ გაპატიებთ! გაეთრიეთ, პროვოკატორებო“, – წერს ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში.