რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დღეს განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინასთან მოლაპარაკებაზე თანახმაა ერთი პირობით – თუკი კიევის ხელისუფლება იარაღს დაყრის.
“მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ მომენტში ვართ მზად, როგორც კი უკრაინის შეიარაღებული ძალები გამოეხმაურებიან ჩვენი პრეზიდენტის მოწოდებას, შეწყვეტენ წინააღმდეგობას, დაყრიან იარაღს” – აღნიშნა მინისრმა ლავროვმა.
ლავროვმა დაბეჯითებით აღნიშნა, რომ რუსეთს არ აქვს განზრახული, რამენაირი ჩაგვრა განახორციელოს უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების მიმართ.