დღეიდან რუსეთი ბრიტანული თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცეს კეტავს. ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც დიდმა ბრიტანეთმა „აეროფლოტის“ მიმართ სანქციები აამოქმედა და ბრიტანეთში მისი ოპერირება აკრძალა.
გადაწყვეტილება ძალაში მოსკოვის დროით 11:00 საათზე შევიდა ძალაში.
როსავიაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეზღუდვები იმოქმედებს „საჰაერო ხომალდებზე რომელიც ეკუთვნის, ან ქირით აქვთ აღებული, ან დიდ ბრიტანეთთან დაკავშირებული პირის ექსპლუატაციის ქვეშ იმყოფება, ან დარეგისტრირებულია დიდ ბრიტანეთში“. შეზღუდვების ქვეშ ექცევიან ასევე ტრანზიტული რეისები, რომელიც რუსეთის ფედერაციის საჰაერო საზღვრებს კვეთენ.
„აღნიშნული ზომები რუსეთისა და დიდი ბრიტანეთის საჰაერო მიმოსვლის შესახებ ქვეყნებს შორის არსებული შეთანხმების გათვალისწინებით ამოქმედდა, რაც დიდი ბრიტანეთის საავიაციო ძალების არამეგობრული გადაწყვეტილების საპასუხოდ იქნა მიღებული“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.