მიუხედავად დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობისა და უკიდურესად რთული პოლიტიკური ფონისა, საქონელბრუნვა საქართველოსა და რუსეთს შორის იზრდება.
თბილისი, 25 თებერვალი – Sputnik. საქონელბრუნვა საქართველოსა და რუსეთს შორის 2022 წლის იანვარში, 2021 წლის იანვართან შედარებით, 64%-ით გაიზარდა და 128,6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო ექსპორტი რუსეთიდან საქართველოში 88%-ით გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
2022 წლის პირველ თვეში საქართველოდან რუსეთში გავიდა 8,5 ათასი ტონა მინერალური და მტკნარი წყალი, 7 ათასი ტონა ფეროშენადნობები, 3,4 ათასი ტონა ციტრუსი, 3 ათას ტონაზე მეტი ნატურალური ყურძნის ღვინო და ა.შ.
„საქსტატის” მონაცემებით, რუსეთი საქართველოში მარცვლეულის ყველაზე დიდი მომწოდებელია. მიმდინარე წლის იანვარში საქართველოში 11,4 ათასი ტონა ხორბალი შემოიტანეს.
რუსეთიდან ასევე შემოვიდა დაახლოებით 49,7 ათასი ტონა ნავთობგაზები, 11,8 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები, დაახლოებით 2,2 ათასი ტონა მარგარინი და ა.შ.
2021 წელს რუსეთსა და საქართველოს შორის ვაჭრობამ 1,6 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც 2020 წელთან შედარებით 23,2%–ით მეტია. ამასთან, ექსპორტი რუსეთიდან საქართველოში გაიზარდა 38,3%–ით, ხოლო იმპორტი საქართელოდან რუსეთში – 15,8%–ით.