გაანიავეთ ის სუნი, რომელიც დააყენეთ! – “გირჩი მეტი თავისუფლება” პარლამენტთან აქციას გამართავს.
“გაანიავეთ ის სუნი, რომელიც დააყენეთ !” – პარტი “გირჩი მეტი თავისუფლება” პარლამენტთან საპროტესტო აქციას გამართავს. პროტესტი ქვეყნის პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის უკრაინაზე გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა.
აქცია 6 საათზე გაიმართება.
“დღეს, 25 თებერვალს პარლამენტთან შევიკრიბებით.
მთავრობას არაფერს მოვთხოვთ, არ გვჯერა, რომ ამათთან საუბარს რაიმე აზრი აქვს.
გვინდა ვაჩვენოთ უკრაინელ ხალხს, რომ ჩვენი მთავრობისნაირი უნამუსო ჩმორები არ ვართ!
გაანიავეთ ის სუნი, რომელიც დააყენეთ !” – წერენ ორგანიზატორები.
წყარო: ptn.ge