გახარია, უკრაინასთან დაკავშირებით ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება

მივმართავ უკრაინელ ხალხს, ღარიბაშვილის განცხადება არ შეესაბამება იმ განწყობას, რომელიც ქართველ ხალხშია – გახარია.

“საქართველოსთვის” ლიდერი და ყოფილი პრემიერი, უკრაინასთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ მისი განცხადება ქართველი ხალხის განწყობას არ შეესაბამება.

გახარია წერს, რომ ის ადამიანები, რომლებიც ქართველი ხალხის ერთობას არ უერთდებიან მტრის წისქვილზე ასხამენ წყალს.

წყარო: newposts.ge