საქინფორმი. ვლადიმერ პუტინი მზად არის, უკრაინის პრეზიდენტთან ნეიტრალიტეტის საკითხზე მოლაპარაკებები აწარმოოს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მისივე თქმით, საკითხავია, უკრაინის ხელმძღვანელობა არის თუ არა მზად ამისთვის.
„პრეზიდენტმა პუტინმა მოახდინა საკუთარი ხედვის ფორმულირება, თუ რას ველოდებით უკრაინისგან კონცეპტუალური პრობლემის გადაჭრის კუთხით. ეს არის ნეიტრალიტეტი და შეიარაღების განთავსებაზე უარის თქმა. აქ საკითხავია, უკრაინის ხელმძღვანელობა მზად არის თუ არ ამისთვის“, – აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.
პესკოვის განცხადება უკრაინის პრეზიდენტის ზელენსკის განცხადებაზე გამოხმაურებაა, როდესაც ზელენსკიმ, საგარეო გარანტიებით, უკრაინისთვის ნეიტრალური სტატუსის მინიჭება დასაშვებად მიიჩნია. შემდგომში, ზელენსკის ეს განცხადება მისი ადმინისტრაციის წარმომადგენელმაც დაადასტურა.