“რუსეთის შეიარაღებული ძალები არანაირი დარტყმების მიყენებას არ აპირებენ კიევის საცხოვრებელ რაიონებზე” – განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გენერალ-მაიორმა იგორ კონაშენკოვმა მოსკოვში, კიევის მოსახლეობის გასაგონად.
“თქვენს ნაციონალისტური ხელმძღვანელობა იმავე მეთოდებს მიმართავს, როგორც ტერორისტები. მათ თქვენი გამოყენება უნდათ ცოცხალ ფარად” – აღნიშნა გენერალმა კონაშენკოვმა.
მან დასძინა, რომ უკრაინულმა ჯარებმა “გრადის” მოწყობილობა განათავსეს შევჩენკოს მოედანზე, კიევის ჩრდილოეთ ნაწილში, გოსტომელის აეროდრომისათვის დარტყმის მისაყენებლად (აეროდრომს რუსები აკონტროლებენ).
“პენტაგონისა და ცენტრალური სადაზვერვა სამსახურის მრჩევლებმა უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობას ასწავლეს რეაქტიული საარტილერიო სისტემების საცხოვრებელ კვარტლებში განთავსება, საპასუხო ცეცხლის პროვოცირებისთვის, რომელიც ადგილობრივ მცხოვრებლებს დააზარალებდა” – განაცხადა რუსმა გენერალმა.