ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია, ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას განცხადებას ეხმაურება და წერს:
” ბატონო გიორგი! თქვენ ცოტა ალაოდ ხომ არ ხართ?…
რას ნიშნავს თქვენი ეს ბოღმით და ტყუილით გაჯერებული მიმართვა? ანუ, მე, რომელიც ვიწონებ პრემიერის გადაწყვეტილებას, ქართველი არ ვარ?…
ან სად წაიკითხეთ, ან მოისმინეთ, რომ ღარიბაშვილი და ჩვენ, ასობით ათასი მისი პოზიციის მომხრე, მხარს არ ვუჭერთ უკრაინელ ხალხს?….
როგორ არ გრცხვენიათ?…
ისე, ძალიან მაინტერესებს, თქვენ რა პოზიცია გაქვთ? ომი გინდათ? საქართველოს ჩართვა გსურთ კონფლიქტში, რომელის ფარგლებშიც ჩვენ არავინ არაფერს გვეკითხება და რომელშიც არც არაფრის შეცვლა შეგვიძლია?….
არა, ერთი ფაქტორის შეცვლას ნამდვილად შევძლებთ! თუ ძალიან შევუჩხიკინებთ და თქვენსავით ბოღმით ვიმოქმედებთ, მეორე ცხელ წერტილს გავაჩენთ! დიახ, საქართველოში შევქმნით ომის კერას!
გინდათ ეს?… ანუ გინდათ ეს თქვენ და სააკაშვილის სისხლიან რეჟიმს?,,,
ვერ მოგართვით!!!”
შეგახსენებთ, გიორგი გახარია გუშინ გამოეხმაურა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას და თქვა:
“მივმართავ უკრაინელ ხალხს – საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება არ შეესაბამება იმ განწყობას, რომელიც ქართველ ხალხშია. ქართველი ხალხი დგას უკრაინელების გვერდით. ის ადამიანები კი, რომლებიც ამ ერთობას უთხრიან ძირს, აგრესორის წისქვილზე ასხამენ წყალს და აუცილებლად აგებენ პასუხს.”