ამერიკათუმეები ეკლესიას შეუჩნდნენ, უკრაინას დაუჭირეთ მხარიო და სიებს აქვეყნებენ

ამერიკათუმე მასმედია არ ისვენებს და უკრაინის მხარდამჭერ ეპისკოპოსთა სიებს აქვეყნებს, რომელ სიასაც თვით პატრიარქი მიათვალეს, რომლის სახელითაც აბსოლუტური ნეიტრალური განცხადება გავრცელდა და არა უკრაინის მხარდამჭერი.

დანარჩენი მღვდელმთავრების რუსოფობიაც ცნობილია, აი ისინი (“აიპრესის” მიხედვით, რომელიც თავის ანალოგიურ ქართულ ამერიკათუმე რესურსს “მსოფლიო ეკლესიის სიახლენი”-ს ეყრდნობა):

 

✝️ შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები – ,,სოლიდარობა უკრაინელ ძმებს”

✝️ ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი – ,,ვლოცულობ მშვიდობისთვის, რუსეთი ოკუპანტია”

✝️ დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი ზენონი – ,,მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ გვერდში დავუდგეთ ჩვენს დებსა და ძმებს უკრაინელებს”

✝️ ბოდბის მთავარეპისკოპოსი იაკობი – ,,დღეს არა მარტო უკრაინა არამედ მთელი მსოფლიო დიდი საფრთხის წინაშეა, სიმტკიცეს ვუსურვებ უკრაინელ ხალხს”

✝️ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი – ,,სოლიდარობას ვუცხადებ ჩვენს მოძმე უკრაინელ ხალხს”

✝️ ამერიკისა და კანადის ეპისკოპოსი საბა – ,,საჯაროდ ვგმობ რუსეთის ფედერაციის ფართომასშტაბიან შეჭრას უკრაინის სუვერენულ სახელმწიფოში!”

ამ სიას სავარაუდოდ მალე შეუერთდება ფოთელი ეპისკოპოსი, სიმდიდრით განთქმული მეუფე გრიგოლი, მაგრამ, მადლობა ღმერთს, სინოდის აბსოლუტური უმრავლესობა, მისი უწმინდესობის, პატრიარქის ჩათვლით, მართებულ პოზიციაზე დგას!