თბილისის ტაძრებში დაიწყება პროდუქტისა და მედიკამენტების შეგროვება უკრაინის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით – საპატრიარქო.
ხვალიდან, 27 თებერვლიდან, თბილისის ყველა მოქმედ ტაძარში, წინმაძღვრებთან შეთანხმებით, დაიწყება პროდუქტისა და პირველადი დახმარების მედიკამენტების შეგროვება უკრაინის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით:
– “სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნის“ ინიციატივითა და ორგანიზებითა ა.წ. 27 თებერვლიდან, კვირიდან, თბილისის ყველა მოქმედ ტაძარში, წინმაძღვრებთან შეთანხმებით, დაიწყება არაფუჭებადი პროდუქტისა (ბურღულეული, ზეთი, ფქვილი წყალი ა.შ. ) და პირველადი დახმარების მედიკამენტების შეგროვება უკრაინის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით.
– ეპარქიებში კი გზავნილის მიტანის ადგილს ადგილობრივი მღვდელმთავარი განსაზღვრავს. მხარდამჭერი „ჩოხოსანთა საზოგადოება“
– გთხოვთ, მიიღოთ მონაწილეობა ამ ღვთისსათნო საქმეში.
– ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ!” – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
წყარო: ptn.ge